Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრული (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების ჩამონათვალისა და საკონკურსო საბუთების მიღების ვადების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება თსუ რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-041 ბრძანების საფუძველზე ფაკულტეტს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაგინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    გამოცხადდეს კონკურსი ჰუმანიტარურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრული (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსში მონაწილე მსურვე დოქტორანტთა საბუთები მიიღება 2016 წლის 24 მარტიდან 2016 წლის 4 აპრილის ჩათვლით ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში (თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, ოთახი N208) 9:00 –დან 18:00 საათამადე.
3.    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები
3.1.    განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
3.2.    ავტობიოგრაფია (CV);
3.3.     სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
3.4.    სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
3.5.    ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ;
3.6.    ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA–ის მითითებით.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
5.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანის
მოვალეობის შესრულებელი             /ნანი გაფრინდაშვილი/